2024 წელს მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) წარმოებამ 1 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია. მაგრამ, პროგნოზების მიხედვით, მოცულობა 1,5 მილიონი ტონა უნდა ყოფილიყო, აღნიშნავს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA).

SAF-ის მოცულობა იზრდება, მაგრამ არასანუგეშოდ ნელა. ნავთობკომპანიები აგრძელებენ სუბსიდიების მიღებას ბუნებრივი რესურსების ძიებისა და წარმოებისთვის. ხოლო ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ეკოლოგიურ საწვავში, როგორც ჩანს, ელიან თავიანთი ინვესტიციების ანაზღაურების გარანტიას“, – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა.

მისი თქმით, ინვესტორებმა უნდა ეძებონ “სტაბილური და არა სწრაფი” შედეგები SAF-ისმომგებიანობაში.

მოსალოდნელია, რომ მდგრადი საწვავის მოცულობა 2025 წელს 2.1 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც თვითმფრინავის საწვავის მთლიანი წარმოების 0.7%-ს წარმოადგენს.

IATA-ს ბოლო კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი საზოგადო მხარდაჭერა SAF-ისგადაწყვეტილებებისთვის. მოგზაურთა სულ 86% დათანხმდა, რომ მთავრობებმა უნდა წაახალისონ ავიაკომპანიები, გამოიყენონ მდგრადი თვითმფრინავის საწვავი.

გარდა ამისა, რესპონდენტთა იგივე რაოდენობა დათანხმდა, რომ ნავთობკომპანიებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ავიაკომპანიებისთვის SAF-ის მიწოდებას.

IATA-ს ანალიზის მიხედვით, 2050 წლისთვის CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად, საჭიროა 3 ათასიდან 6,5 ათასამდე ახალი საწარმოს აშენება, რაც წელიწადში დაახლოებით $128 მილიარდი დაჯდება.