საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 9 მილიონიან, ხოლო ტურისტულმა ვიზიტებმა 5 მილიონიან ნიშნულს.
2019 წელს ტურისტული ვიზიტები +323,658-ით, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები +198,766-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ვიზიტორების წილმა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაში 83%-ი შეადგინა; თავის მხრივ საერთაშორისო ვიზიტორებში ტურისტების წილი 66%-ი, ხოლო ერდღიანი ვიზიტორების (ესკურსანტების) შესაბამისად 34%-ი იყო.
2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა 5,771,913 სახმელეთო გზით განხორციელდა (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან +517,229 შეადგენს), წილი მთლიან ვიზიტებში 75%-ია.
მას მოსდევს საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები 1,833,411 ( კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან -15,306-ია), წილი მთლიან ვიზიტებში 24%-ი. საზღვაო და სარკინიგზო ვიზიტებზე სულ რაღაც 2%-ი მოდის.
სახმელეთო ვიზიტებში ზრდამ და საჰაერო ვიზიტებში კლებამ გამოიწვია შარშანდელთან შედარებით წილების ცვლილება – სახმელეთო ვიზიტების წილმა 2%-ი ერთეულით მოიმატა, საჰაერო ვიზიტების წილის 2%-იანი კლების ხარჯზე. მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად თბილისის აეროპორტმა შეინარჩუნა ლიდერობა საერთაშორისო ვიზიტების 1,355,626 რაოდენობით (კლება წინა წელთან შედარებით -46,531), მას მოსდევს სარფი 1,355,489 საერთაშორისო ვიზიტით (ზრდა წინა წელთან შედარებით +58,656), ყაზბეგი 1,256,631 საერთაშორისო ვიზიტი (ზრდა +127,141), წითელი ხიდი 1,235,802 საერთაშორისო ვიზიტი (ზრდა +114,750), სადახლო 1,211,590 (ზრდა +154,009).
საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მილიონს მხოლოდ ამ ხუთი საზღვრის შემთხვევაში აჭარბებს, უახლოეს მდევრის ბათუმის აეროპორტის ვიზიტები სულ რაღაც 258,159 ვიზიტს შეადგენს. შესაბამისად ამ ხუთ საზღვარზე მოდის მთლიანი ვიზიტების 83%.
2019 წელს ვიზიტორების მაჩვენებლებით, 21 საზღვრიდან კლება 6 სასაზღვრო პუნქტში დაფიქსირდა, ჯამურად -77,779.
საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მეტი კლება თბილისის აეროპორტზე მოდის -46,531 (წვლილი კლებაში 60%). მას მოსდევს ვალე -20,674 (წვლილი კლებაში 27%) და კარწახი -8,095 (წვლილი კლებაში 10%). დანარჩენ საზღვრებზე შედარებით მცირედი კლება დაფიქსირდა ვახტანგისი -2,366, ყულევის პორტი -93, სამთაწყარო -20.
კლების დაბალანსება მოხდა დანარჩენი 15 საზღვრიდან ზრდით, ჯამურად +600,203. აქედან სამ საზღვარზე დაფიქსირდა 100,000 ვიზიტით მეტი ზრდა – სადახლო +154,009 (წვლილი ზრდაში 26%), ყაზბეგი +127,141 (წვლილი ზრდაში 21%), წითელი ხიდი (წვლილი ზრდაში 19%).
თბილისის აეროპორტში კლება ძირითადად გამოწვეულია ორი ქვეყნიდან ვიზიტორების შემცირებით: ირანი -101,166 (წვლილი კლებაში 53%), რუსეთი -81,258 (წვლილი კლებაში 42%). კლების დაბალანსება მოხდა რამდენიმე ქვეყნიდან მათ შორის ლიდერობენ: ისრაელი +20,624 (წვლილი ზრდაში 14%), საუდის არაბეთი +19,658 (წვლილი ზრდაში 14%), გერმანია +15,964 (წვლილი ზრდაში 11%).
ტურისტული ვიზიტების (ვიზიტები ღამისთევით) 5,080,478, ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისის აეროპორტზე 26%, სარფზე 17% და ყაზბეგზე 16% გადანაწილდა. რაც შეეხება ექსკურსიულ ვიზიტებს (ერთღიან ვიზიტები) 2,645,296, ყველაზე დიდი რაოდენობა სადახლოზე 26%, წითელი ხიდზე 24%, სარფზე 18% და ყაზბეგზე 17% მოდის.
ვიზიტების რაოდენობით ხუთ ყველაზე დიდ საზღვარზე ტურისტული ვიზიტების წილი შემდეგნაირად გადანაწილდა თბილისის აეროპორტი 96%, ყაზბეგი 65%, სარფი 64%, წითელი ხიდი 50%, სადახლო 43%.
ტოპ ქვეყნების ანალიზი ვიზიტების მიხედვით. საქართველოში განხორციელებულ ვიზიტებში მინიმუმ 1%-იანი წილი მხოლოდ 15 ქვეყანას აღენიშნება, ჯამში მათი წილი 86%-ია. აქედან 71% მეზობელ ქვეყნებზე მოდის (აზერბაიჯანი 20%, რუსეთი 19%, სომხეთი 18%, თურქეთი 15%) არამეზობელი ქვეყნების წილი კი შესაბამისად 15%-ია (უკრაინა 3%, ისრაელი 3%, ირანი 2%, ყაზახეთი 1%, გერმანია 1%, პოლონეთი 1%, საუდის არაბეთი 1%, ბელარუსი 1%, ინდოეთი 1%, ჩინეთი 1%, ამერიკის შეერთებული შტატები 1%)”.