პოპულარულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოცაა.

საქართველო სექტემბრის ტოპ-20 მიმართულების სიაში ისეთ წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია, ჩინეთი, გერმანია და ა.შ.

გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust – ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს – georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ჟურნალის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროა ახალი შთაბეჭდილებებისა და მრავალფეროვანი თავგადასავლების მაძიებელთათვის.

https://www.instagram.com/p/DcnqxtGn2u0/?igsi=NHMwZTBiNm1zNzlw&img_index=1