“მოგვიწევს რეგულარული ფრენების გადაწევა ივლისის ბოლომდე”, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, რეგულარული ფრენების გახსნამდე განხორციელდება ჩარტერული ავიარეისები, ისე, როგორც ეს ივნისის განმავლობაში ხორციელდებოდა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ტურიზმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ ის მონაპოვარი გაძლიერდეს, რასაც ჰქვია ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა და მოსახლეობის დაცვა.
„ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს, აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნესვიზიტორებისთის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გახდება საჯარო. ძალიან დაცული რეგულაციები იქნება, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევს სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარ და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც. რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათბით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები, დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება, ჩვენ ამას გავაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები. ეს ის ვითარებაა, როცა პირველი არის ჯანმრთელობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ გადავავდებთ და ალბათ გადავავაებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას, სრული მასშტაბით, არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი, რომ გაგვეხსნა ფრენები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.