საერთაშორისო ავიარეისების უმეტესობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა, შესაძლოა წლის ბოლომდე განახლდეს.
აღნიშნული მოსაზრება კანადური ავიაკომპანია Air Canada-ს ვიცე-პრეზიდენტმა ტომ შტრაუსმა ონლაინ სემინარზე გააჟღერა, რომელიც Canadian Club Toronto-ს მიერ იყო ორგანიზებული.
“მე ვფქრობ, რომ საშობაოდ უმეტესობა აღდგენილ რეისს ვიხილავთ. ჩვენ ვიფრენთ მთელს მსოფლიოში და ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა შტრაუსმა.
მისივე თქმით, არსებული მდგომარეობით ბაზარზე საჰაერო ფრენები არ თუ ისე სწრაფად აღდგება, ამიტომ მგზავრებს დანიშნულების პუნტქამდე მისასვლელად შესაძლოა რამდენიმე გადაჯდომაც კი მოუხდეთ.
შტრაუსი აცხადებს, რომ მსოფლიო ავიაკომპანიები ამიერიდან დიდი ყურადღებას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე გაამახვილებენ.
“ეს არის ყველა ჩვენი დისკუსიის მთავარი თემაა. მთელი ინდუსტრია იმუშავებს იმაზე, რომ უზრუნველყონ სისუფთავე – ავიაკომპანიის თუ ადგილმდებარეობის მიუხედავად”, – განაცხადა Air Canada-ს ვიცე-პრეზიდენტმა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ასევე საჰაერო ხომალდებში კონდიცირების პრინციპის ცვლილება.
“ეს არის ერთ-ერთი თემა, რაც ჩვენ უნდა შეცვალოთ ფრენის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,” – თქვა შტრაუსმა.
ავიაკომპანიების მთავარი გამოწვევა ასევე იქნება მგზავრების დარწმუნება იმაში, რომ ფრენა მათთვის უსაფრთხო იქნება.