საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელი 4.4 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველომ 4,425,376,937 აშშ დოლარი მიიღო.

ტურიზმის ეროვნუკი ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 35.4%-ით (1,156,722,868 აშშ დოლარით, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +7.3%-ით (300,047,994 აშშ. დოლარით). გადააჭარბა.

2024 წლის მე-4 კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $964 მილიონი შეადგინა (963,684,183 აშშ დოლარი) რაც 2019 წლის დონეს 40.5%-ით (278 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა  +10.3%-ით მეტია, (90 მლნ. აშშ. დოლარით).