საფეხბურთო კლუბ “საბურთალო” კვიპროსში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ჩავიდა. კვიპროსში “საბურთალოს” ტრანსპორტირება კი ავიაკომპანია Georgian Airways-მა ჩარტერული ავიარეისი უზრუნველყო. 27 აგვისტოს “საბურთალო” ლიმასოლის “აპოლონს” დაუპირისპირდება.
“წარმატებას ვუსურვებთ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” რომელიც დღეს ჩვენი ჩარტერული რეისით გაფრინდა კვიპროსზე, ხვალ კი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიმასოლის “აპოლონს” დაუპირისპირდება”, აღნიშნულია Georgian Airways-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.