საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო ავიარეისებზე შეზღუდვები 19 აპრილამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულის მიზეზად კი ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მატება სახელდება.
იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის შიგნით ავიარეისების შეზღუდვა 12 აპრილამდე გადაიწევს.
ქვეყანაში შემსვლელ ნებისმიერ პირს PCR ტესტის “ნეგატიური” პასუხი უნდა გააჩნდეს, იმავდროულად მას შესაძლოა შერჩევით დამატებითი ტესტის გავლაც მოუწიოს.
ქვეყანაში შესული ნებისმიერი უცხოელი იზოლაციაში რჩება 9 დღის განმავლობაში. ასევე საბერძნეთში გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ელ. ფორმის შევსება https://travel.gov.gr/#/ – ფორმა