ისტორიაში პირველი ვერტმფრენების კომპანია საბერძნეთში ფრენას დაიწყებს. ამიერიდან უფრო ადვილი იქნება ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მოხვედრა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ზაფხულს საბერძნეთში პირველი შვეულმფრენის კომპანია Hoper ამოქმედდა. ის მგზავრებს სთავაზობს 11 მიმართულებას: ათენი, ანტიპაროსი, ფოლეგანდროსი, იოსი, კეა, მიკონოსი, პატმოსი, სანტორინი, სიფნოსი, სპეცესი და ტინოსი.
კომპანია მთელი წლის განმავლობაში ფრენებს ხუთი ვერტმფრენით განახორციელებს. მოგზაურებს შეუძლიათ გზად სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ. მგზავრებს შეუძლიათ ფრენის ონლაინ დაჯავშნა გამგზავრებამდე 3 საათით ადრე. თავად ფრენა ჩვეულებრივ 45 წუთამდე გრძელდება. ცალმხრივი ბილეთის ღირებულებაა 160 ევროდან 350 ევრომდე. ფრენები ხორციელდება კოროპის ჰოფერის ბაზიდან (ათენის აეროპორტიდან მანქანით 15 წუთი), მიკონოსისადა სანტორინის კუნძულებიდან.
ადრე კუნძულებზე მოხვედრა მხოლოდ წყლით იყო შესაძლებელი.