სანაპიროზე შეზლონგების უკანონო განლაგების მონიტორინგისთვის საბერძნეთმა დრონებისგამოყენება დაიწყო. მარტში მიღებული ახალი წესების მიხედვით, შეზლონგი ზღვიდან მინიმუმ 4 მეტრში უნდა იყოს განთავსებული. ეს ტექნოლოგია გამოიყენება ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებში: კორფუში, ჰალკიდიკში და ატიკას რეგიონში – ათენის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მონიტორინგისთვის დრონების გამოყენებიდან დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში უკვე დაკისრებულია ათობით ჯარიმა 350 000 ევროს ოდენობით.
საბერძნეთის მთავრობამ ასეთი ზომები შემოიღო პლაჟების გადატვირთულობის წინააღმდეგ საბრძოლველად.