საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, მსოფლიო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის და სევილიის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ეკონომიკის მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 26-28 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის გამო, წელს ონლაინ ჩატარდება. ხოლო მომდევნო წლებში – ფიზიკურად, საქართველოში.
2020 წლის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: იტალიის, ესპანეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ტუნისის, თურქეთის, საფრანგეთის, ალჟირის, ინდოეთის, ლიბანის, ჰონკონგის და რა თქმა უნდა საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორები და მკვლევარები.
პროგრამა მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში მიმდინარე თეორიული, პრაქტიკული და ემპირიული კვლევების შედეგების განხილვას, პლენარულ სხდომებს და მიზნად ისახავს სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთგვარი კვლევითი ქსელის ჩამოყალიბებას.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
ვახტანგ ჭარაია – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (თანათავმჯდომარე)
ჰასან დუდუ – აშშ, მსოფლიო ბანკი
მირიამ გონსალეს-ლიმონი – სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
ილმაზ კილიჩასლანი – ანადოლუს უნივერსიტეტი, თურქეთი (თანათავმჯდომარე)
დანიელა მაჯონი – კატანიის უნივერსიტეტი, იტალია
ტერესა როჰო – სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
✅ კონფერენციის Keynote სპიკერები იქნებიან:
1. თეიმურაზ მურღულია – საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
2. ალი აკარცა – ილინოისის უნივერსიტეტი, ჩიკაგო, აშშ.