საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბას) პრეზიდენტის შოთა გულბანის თანხმობით, მოცემულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარ პუნქტებს შორისაა გამოცდილების გაზიარება და სსუ სტუდენტებისათვის „აფბას“ შესაბამის კომიტეტებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.
„აფბას“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა, სსუ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ საჯარო ლექციაზე მსმენელებს საჯარო ლექციის ფორმატში გააცნო ქართულ საფინანსო სექტორში მიმდინარე ტენდენციები, არსებული მდგომარეობა, რისკები და შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო-პრაქტიკული ლაბორატორიები, საფრენი სიმულატორები და სტუდენტების მიერ შექმნილი საავიაციო თემატიკის პროტოტიპები.