2020 წელს საავიაციო სფეროში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით 5 სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რაც 16.6%-ით ნაკლებია 2019 წელს გამოწერილ სამართალდარღვევათა ოქმებთან მიმართებაში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, 2019 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შედგა 6 სამართალდარღვევათა ოქმი (აქედან 2 გაფრთხილება, ხოლო 4 ფულადი დაჯარიმება);
2020 წელს კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შედგა 5 სამართალდარღვევათა ოქმი (აქედან 2 გაფრთხილება, ხოლო 3 ფულადი დაჯარიმება).
რაც შეეხება საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ანგარიშებს ის საჯაროა და განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე: http://www.economy.ge/?page=departments&dep=20&det=4.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს COVID-პანდემიის ფონზე დაწესებული რეგულაციების გამო ფრენები ფაქტობრივად შეჩერებული იყო.