2018 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 9,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,7 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,6 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით ანუ 10,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 55,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი – 28,7 ათასი ტონა (31,0%) და სხვა.
ნავთობ იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.