2024 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, აპრილის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 10,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,6 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 49,5% (5,4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 41,3% (4,5 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 6,4% (0,7 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 2,8% (0,3 ათასი ტონა) – რუსეთიდან.