ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2022 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 130 ათასი ტონა, რაც 33,6 ათასი ტონით ანუ 34,9%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (96,4 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის 12 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 54,1% (70,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 26,5% (34,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 13,7% (17,8 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 3,7% (4,8 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან, 2% (2,6 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან;