2022 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 116,1 ათასი ტონა, რაც 30,3 ათასი ტონით ანუ 35,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (85,8 ათასი ტონა) შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 53,6% (62,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 24,7% (28,7 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 15,3% (17,8 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 4,1% (4,8 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან, 2,2% (2,6 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან;