საავიაციო ხელისუფლებებმა და სადაზღვეო კომპანიებმა მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებს ეკიპაჟის ფორმირებისას და მათი ფლოტის მწყობრში ხელახლა შეყვანისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს, რადგან ადგილზე დარჩენილ თვითმფრინავებს შეიძლება ჰქონდეს კოროზიის ნიშნები, არასრული მოვლა და სხვა დეფექტები.
ოქტომბერში, საკონსულტაციო კომპანია Cirium-მა განაცხადა, რომ მსოფლიო საჰაერო ფლოტის 30%-ი მოთხოვნის კლების გამო, მიწაზე რჩება. ამ მხრივ კი ყველაზე დიდი დარტყმა ფართოფუზელაჟიანმა თვითმფრინავებმა მიიღეს.
EASA-მ უკვე აღნიშნა, რომ საჰაერო ხომალდების შენახვითი სამუშაოების შემდეგ ექსპლუატაციის პროცესში დაბრუნების დროს არაზუსტი სიჩქარისა და სიმაღლის შესახებ ცნობების ”საგანგაშო” ტენდენციაა.
EASA-ს ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა აფრენის შეწყვეტა ან თვითმფრინავი იძულებული გახდა ბაზაზე დაბრუნებულიყო, ჰაერის წნევის მიმღებში ვერაღმოჩენილ მწერებთან დაკავშირებული პრობლემის გამო
EASA-მ ასევე აღნიშნა, რომ ხანგრძლივმა შეჩერებამ შეიძლება ფრენის დროს ძრავის გაჩერება, საწვავის სისტემის დაბინძურება და კვების ელემენტის დაცლა გამოიწვიოს.