საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა (S&P) გააუმჯობესა პერსპექტივა Airbus-ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი რეიტინგების შესახებ უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში “A” და “A-1” უარყოფითიდან სტაბილურამდე, – ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

“Airbus-ის სტაბილური პერსპექტივა ასახავს ჩვენს შეხედულებას, რომ ჯგუფი ორი წლის განმავლობაში ჯგუფი გააგრძელებს სარგებელის მიღებას მიწოდების ზრდასთან ერთად. ჩვენ გვჯერა, რომ მიმდინარე რეიტინგის დონეზე, ჯგუფი შეინარჩუნებს მნიშვნელოვან ფინანსურ მოქნილობას, ასევე დაკრედიტებისადმი მეგობრულ ფინანსურ პოლიტიკას“ – წერს სააგენტო.

S&P აღნიშნავს, რომ Airbus კარგ მდგომარეობაში იყო, როდესაც პანდემიისგან მიღენებული ზიანის აღდგენა დაიწყო და 2021 წელს მოახდინა უფრო მეტი თვითმფრინავის მიწოდება, ვიდრე სააგენტო ელოდა (611 წელიწადში). 

კონცერნის შემოსავალი გაიზარდა და მარჟა მოლოდინს გადააჭარბა, პირველ რიგში, ძლიერი საოპერაციო მუშაობის გამო. ეს მაჩვენებლები, თავის მხრივ, დაეყრდნო პანდემიის დროს მიღებული რესტრუქტურიზაციის ზომებს (მათ შორის 10,000 თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას) და რეზერვების განთავისუფლებას, რომელიც ჯგუფმა 2020 წელს განახორციელა. 

Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. შედგება Airbus SAS განყოფილებებისგან, რომელიც ეწევა სამგზავრო თვითმფრინავების, Airbus Defense and Space (თავდაცვითი და საჰაერო კოსმოსური პროდუქტები და მომსახურება) და Airbus Helicopters (ვერტმფრენის წარმოება) წარმოებას. დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათას ადამიანზე მეტია.