მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება 12 მიმართულებაზე მოხდა, რომელზეც ოპერირებას ავიაკომპანია სამომავლოდ განახორციელებს.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია პირდაპირ ფრენებზე 12 მიმართულებაზე ევროპის ქალაქებში, მათ შორის სამი მიმართულებით ფრენები წელს დაიწყება, ხოლო დანარჩენი – მომავალ წელს.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა.
“ახლა ხელი მოვაწერე თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რაც წარმატებული დასასრულია იმ ინტენსიური მოლაპარაკებებისა, რომელსაც ბოლო თვეებში ვაწარმოებდით მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-თან. უკვე ნოემბერში Ryanair-ი პირდაპირ რეისებს დაიწყებს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან!!!(თბილისი-მილანი; ქუთაისი-მარსელი; ქუთაისი-ბოლონია)”, წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჩოგოვაძე.
➡ პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.
➡ ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან), ხოლო 3 სიხშირით – კიოლნში (2020 წლის აპრილიდან).