ევროკომისიამ დაბალბიუჯეტიან ავიკომპანია Ryanair-ს საფრანგეთისთვის უკანონოდ მიღებული 8.5 მლნ ევროს დაბრუნება დაავალა.
მონპელიეს აეროპორტის ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების ასოციაციამ (APFTE) Ryanair-ს ავიაკომპანიის საიტზე მონპელიესა და ზოგადად რეგიონის რეკლამის განთავსებისთვის, 8.5 მლნ ევრო გადაუხადა
თუმცა ევროკომისიამ აღმოაჩინა, რომ APFTE-სა და Ryanair-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არასამართლიანი იყო სხვა ავიაკომპანიებთან მიმართებაში და იმავდროულად ხელს უშლიდა რეგიონის აეროპორტებს და ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის რეგულაციებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების გამოყოფას არეგულირებს.
”აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის კონკურენცია მომხმარებლებისთვის, ფინანსური ზრდისთვის და დასაქმებისთვის, გადამწყვეტია” – განაცხადა ევროკიმისარმა კონკურენციის საკითხებში მარგრეტე ვესტაგერმა.
როგორც DW აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე წელია ევროკომისიამ აღმოაჩინა რიგი შემთხვევები, როდესაც ადგილობრივმა მთავრობებმა უკანონოდ თანხა გამოუყვეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, რათა მათი ავიაგადაყვანები შეენარჩუნებინათ.
“კერძოდ, ევროკომისიამ Ryanair-ს დაავალა დააბრუნოს თანხა, რომელიც ანგულემის, პაუსა და რომის აეროპორტებთან თანამშრომლობით მიიღო. ხოლო 2018 წელს საფრანგეთმა სუბსიდიასთან დაკავშირებული დავის გამო, დროებით, ავიაკომპანიის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა”, წერს DW.