2019 წლის პირველ ნახევარში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით შეუმცირდა.
უცხოური მედია კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში ტარიფები 6%-ით არის შემცირებული, რაც გაგრძელდება ზაფხულის ბოლომდე – რა პერიოდშიც კომპანია მოგების ძირითად ნაწილს იღებს.
შემცირება განპირობებულია ბაზარზე არსებული საფასო კონკურენციით რამდენიმე ბაზარზე, მათ შორის გერმანიაში, ამავდროულად ბრიტანელი მომხმარებლების ხარჯების შემცირებით, რამდენადაც 31 ოქტომბერისთვის ქვეყანა ევროკავშირიდან გასასვლელად ემზადება.
კომპანიის მთავრი აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ოლეარი ამბობს, რომ კომპანიისთვის რთული პერიოდი იქნება, რადგან მიმართულებებიდან ამოვარდება დიდი ბრიტანეთისკენ 3 რეისი.
კიდევ ერთი საკითხი რაც კომპანიის წინაშეა 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის შემცირებაა 58-დან 30-მდე, რაც მგზავრების წლიურ 5 მლნ-ით შემცირებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე დაანონსა თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება. მენეჯმენტი პირველ ნაკადს სექტემბერში, მეორე ნაკადს კი შობისთვის დაითხოვს.