ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ოპერირების განახლებას აპირებს. ამ მიზნით ავიაკომპანიის მენეჯმენტი უკრაინელ პილოტებსა და ბორტგამცილებელთა მნიშვნელოვან რაოდენობას ქირაობს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინაში დასაბრუნებლად ვისწრაფვით, როგორც კი ის უსაფრთხო იქნება“, – თქვა ო’ლირმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს ქვეყანაში 20-მდე თვითმფრინავის განთავსებას.
”ჩვენ სპეციალურად ვქირაობთ არც თუ ისე ცოტა უკრაინელ პილოტსა და ბორტგამცილებელს, რათა შევძლოთ აღვადგინოთ ბაზები უკრაინაში, როცა ეს უსაფრთხო იქნება,” – თქვა ო’ლირიმ.