ავიაკომპანია Ryanair-მა ვარშავა-მოდლინის აეროპორტთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა. უკვე ცნობილია, რომ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში კომპანია ფრენების რაოდენობას შეამცირებს, ხოლო ფასები კი უფრო მაღალი იქნება. ცვლილებები ძალაში ოქტომბრიდან შევა.
ოქტომბრის ბოლოდან ავიაკომპანია ვარშავა-მოდლინის აეროპორტში 22 რეისს შეასრულებს. შოპენის აეროპორტში 6 რეისია დარჩენილი. მოდლინის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა 5-დან 4-მდე შემცირდება.
გასულ შემოდგომაზე მოდლინის აეროპორტსა და ავიაკომპანიას შორის კონტრაქტი ამოიწურა და გადამზიდველისთვის საფასური გაიზარდა. აეროპორტთან მოლაპარაკებები თითქმის ერთი წელი გაგრძელდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
Ryanair-მა თქვა, რომ არ აქვს მზაობა გაიღოს დამატებითი ხარჯები. ავიაკომპანიამ ასევე აღნიშნა, წუხან რეისების შემცირებაზე, მაგრამ პოლონეთის სხვა აეროპორტებში განვითარდებიან.