Ryanair-მა თანამშრომლებს განუცხადა, რომ მას 500 პილოტით და 400 ეკიპაჟით მეტი ჰყავს ვიდრე ესაჭიროება. შესაბამისად, კომპანია უახლოეს დღეებში შემცირებაზე გამოაცხადებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ოლერმა პირველი შემცირება სექტემბრის ბოლოსთვის, მეორე ნაკადს კი შობისთვის დაანონსა.

Ryanair-მა ამ თვეში 737 MAX-ის თვითმფრინავების რაოდენობა შეამცირა და წლიური ანგარიშის მიხედვით, კომპანია სავარაუდოდ მომავალი ზაფხულიდან 58-ის ნაცვლად 30 თვითმფრინავით იფრენს. კომპანია ანგარიშის მიხედვით, 31 მარტამდე საშუალოდ 14000 რეისს შეასრულებს.