ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ​საფრანგეთის ათი რეგიონული აეროპორტიდან შესაძლოა ფრენები შეწყვიტოს, თუ კი ქვეყნის მთავრობა გადასახადებს გაზრდის.

საფრანგეთის მთავრობა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დეფიციტის წინაშე დგას და შემოსავლების გასაზრდელად გარკვეულ ზომებს განიხილავს, მათ შორის ავიაბილეთებზე გადასახადის გასამმაგებას.

Ryanair ამჟამად საფრანგეთში თავისი ბიზნეს მოდელის გადახედვას ახდენს და როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, თუ კი გადასახადების ზრდა მოხდება, მაშინ Ryanair 2025 წლის იანვრიდან საფრანგეთის რეგიონული აეროპორტებიდან ფრენებს 50%-მდე შეამცირებს.

Ryanair ამჟამად ემსახურება საფრანგეთის 22 რეგიონულ აეროპორტს. ავიაკომპანია ხაზს უსვამს, რომ გადასახადის ზრდით პირველ რიგში დაზარალდება რეგიონული აეროპორტებით მოსარგებლე მგზავრები, რომლებსაც, პირველ რიგში, დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველები ემსახურებიან.