“ლოუკოსტერმა” Ryanair-მა სატარიფო სტრუქტურა შეცვალა, კვების წინასწარ შეკვეთის სერვისი შემოიღო და ასევე პრიორიტეტული ჩამოსვლის მაქსიმალური საფასური შეცვალა.
სიახლე ეხება როგორც ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პირდაპირ ფრენებს, ასევე იმ ფრენებს, რომლებსაც შვილობილი კომპანიები – პოლონური Buzz-ი და ავსტრიული Laudamotion-ი ასრულებენ.
ყველაზე დაბალ ტარიფიან სატარიფო გეგმას Standard-ს შეეცვალა სახელი და ამიერიდან ის იწოდება – Value. აღნიშნული სატარიფო გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ მცირე ზომის ბარგის ტრანსპორტირებას, რომელთა ზომებია 40x25x20 სმ-მდე
ტარიფი Plus-ი, რომელიც ადრე პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისს, ორი ერთეული ხელბარგის გადატანის შესაძლებლობას და 20 კგ ბარგის გადატანას ითვალისწინებდა შეიცვალა და ამიერიდან Regular-ი ეწოდება და ბარგს აღარ ითვალისწინებს.
ასევე შეიცვალა Flexi Plus-ის დასახელება და მას Plus-ი ეწოდება. ადრე, ასეთი ბილეთების მომსახურების პაკეტში შედიოდა პრიორიტეტული ჩასხდომა, ორი ერთეული ხელბარგი, ნებისერი ადგილის უფასო არჩევანი, აეროპორტში კონტროლის სწრაფი გავლა fast track-ის მეშვეობით, აეროპორტში უფასო რეგისტრაცია და გამგზავრების თარიღის შეცვლის შესაძლებლობა.
ამიერიდან კი სატარიფო გეგმა Plus-ი მოიცავს მხოლოდ პატარა ხელბარგს, სტანდარტული ადგილის უფასოდ არჩევას, 20 კგ ბარგს და აეროპორტში უფასო რეგისტრაციას.