ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა აგვისტოში მგზავრთნაკადი 7 მლნ-მდე გაზარდა. აღნიშნული მაჩვენებლები კი ივლისის მონაცემებთან შედარებით 59%-ითაა გაზრდილი. 

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ აგვისტოში დატვირთულობის კოეფიციენტმა 73%-ი შეადგინა. ანალოგიური მაჩვენებელი იყო ივლისშიც. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, Ryanair-მა დაკარგული დროის ანაზღაურება დაიწყო და ყოველთვიური ტრაფიკი თითქმის 60%-ით აღადგინა.

აგვისტოში ავიაკომპანიამ COVID-19-ის პანდემიამდე არსებული რეისების 60%-ი განახორციელა. Ryanair-ში განაცხადეს, რომ აღნიშნულ მაჩვენებლებს გრაფიკის ნორმალიზაციის წყალობით მიიღეს.