ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი

ირლანდიურმა “ლოუკოსტერმა” Ryanair-მა მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღებაც გაიმართა, რომელშიც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე იღებდა. 

https://www.facebook.com/100008845274641/videos/2170156466622508/

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება.

https://www.facebook.com/AirportsGeorgia/videos/1145571682311725/

Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე,  Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.