ირლანდიურმა “ლოუქოსტერმა” Ryanair-მა ეკიპაჟის გადამზადების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც დუბლინში მდებარეობს.
ცენტრის ინვესტირება მთლიანად Ryanair-ის ინვესტიციებით მოხდა, რაშიც ავიაკომპანიამ 50 მლნ ევრომდე დახარჯა.
აღნიშნული სასწავლო ცენტრი შეავსებს ლონდონის სტენსტედის აეროპორტში მდებარე სხვა სასწავლო ობიექტებს.
ახალი სასწავლო კომპლექსი მოიცავს სრულმასშტაბიან და სტატიკურ სიმულატორს Boeing 737 MAX-ისთვის, ორ სრულად ფუნქციონალურ A320 ტრენაჟორს და A320 სტატიკურ სიმულატორს.
როგორც ცნობილია, Ryanair-ის შვილობილი ავიაკომპანია Lauda Europe ექსპლუატაციას უწევს A320 ოჯახის წარმომადგენელ საჰაერო ხომალდებს, თუმცა ასეთი თვითმფრინავები Ryanair-ის ფლოტის მხოლოდ 6%-ს შეადგენს.
ახალი ობიექტი განკუთვნილია არა მხოლოდ მფრინავებისთვის, არამედ ბორტგამცილებლებისთვისაც. სპეციალური სასწავლო აღჭურვილობა, რომელიც დამონტაჟებულია 15 დიდ აუდიტორიაში და 5 სასწავლო ოთახში, მოიცავს სასწავლო სალონს ხანძრისა და გადაუდებელი ევაკუაციისთვის.
.