ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა დღეს დაადასტურა, რომ ივლისში ფრენების 40 პროცენტის აღდგენას გეგმავს.

ავიაკომპანია ესპანეთის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელმაც 1-ელი ივლისიდან ტურისტებისთვის შეზღუდვების მოხსნა დააანონსა. ავიაკომპანიის განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ მსგავსი გეგმების შესახებ იტალიამ, კვიპროსმა, საბერძნეთმა და პორტუგალიამაც გამოაცხადეს.
Ryanair-ი მომხმარებლებს ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და კვიპროსის საკურორტო ქალაქებში 1-ელი ივლისიდან შესთავაზებს. 28 მაისის ჩათვლით ავიაკომპანია ივლისი-აგვისტოს ბილეთებს ფასდაკლებით, 29.99 ევროდან გაყიდის.