ამიერიდან “ლოუკოსტერ” Ryanair-ის საიტზე Ryanair Priority-ის შეძენა 6-12 ევროდაა შესაძლებელი. გაძვირებამდე კი Ryanair Priority-ის ღირებულება 6-10 ევრო იყო. Ryanair Priority-ის კონკრეტული ღირებულება დამოკიდებულია მიმართულებაზე და მისი ფასი მაქსიმუმ 12 ევრომდეა.
ავიაკომპანიამ გააძვირა ასევე 10 კგ-მდე ბარგის ტრანსპორტირების ტარიფიც და ამიერიდან Ryanair 10 კგ-იან ბარგს 10-17.5 ევროდ ჩაიბარებს. აღნიშნული ტარიფი მხოლოდ ავიაბილეთის შეძენისას მოქმედებს, ხოლო სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მისი ღირებულება 10-25 ევროა. წინა სატარიფო გეგმის თანახმად კი სერვისის ავიაბილეთებთან ერთან, ან სხვა დროს შეძენა 10-12 ევროს ღირდა.