ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair Holdings Plc-მა 2020 ფინანსური წლის მოგების პროგნოზი გაზარდა. ავიაკომპანიამ პროგნოზებს შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე გაკეთებული ჯავშნებისა და გაყიდვების შემდეგ გადახედა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Ryanair-ის ფინანსური წელი, რომელიც 2020 წლის 31 მარტს სრულდება, მოგება 950 მლნ-დან 1.050 მლრდ ევროს დიაპაზონში იქნება. წინა პროგნოზის თანახმად კი მაჩვენებელი 800-900 მლნ ევროს ოდენობით იყო განსაზღვრული.
ახალი პროგნოზის მიხედვით, ავიაკომპანიამ მგზავრთნაკადის მაჩვენებელი 1 მლნ-ით გაზარდა და 154 მლნ მგზავრით განსაზღვრა.