“ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ირლანდიული ავიაკომპანია Ryanair -ის შემოსვლა საქართველოში, ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელობვანია. Ryanair -ის შემოსვლა განაპირობებს ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი მოქალაქის საქართველოში ტურისტად მოგზაურობას, და რაც მთავარია ეს აისახება იმაზე რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხემძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე.
✅მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო.
✅პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.