ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავზე საგანგებო სიტუაცია შეიქმნა. ლონდონის სტანსტედის აეროპორტიდან იტალიის ქალაქ პიზის მიმართულებით მიმავალი რეისის დროს, პილოტმა გონება დაკარგა. თვითმფრინავის წარმატებით დაშვება მეორე პილოტმა უზრუნველყო.
ინციდენტი Ryanair-ის Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავზე მოხდა, როდესაც ის პიზას აეროპორტში დასაშვებად ემზადებოდა. როგორც თვითმხილველები აღწერენ, პილოტი კაბინაში, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, უგონოდ დაეცა. ასეთ რთულ მომენტში, მეორე პილოტმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, თვითმფრინავზე კონტროლი სრულად აიღო და ის უსაფრთხოდ დასვა პიზას აეროპორტში.
პილოტს დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავიაკომპანია Ryanair-ის წარმომადგენელმა მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან მადლობა გადაუხადა მეორე პილოტსა და ბორტგამცილებლებს პროფესიონალიზმისა და ოპერატიულობისთვის. ყველა მგზავრი უსაფრთხოდ დაეშვა და არავინ დაშავებულა.












