დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-მა და ვარშავა-მოდლინის აეროპორტმა ხუთწლიანი კონტრაქტი ვერ გააფორმეს, რადგან მხარეები დროულად ვერ შეთანხმდნენ თანამშრომლობის პირობებზე.
Ryanair-სა და ვარშავა-მოდლინს შორის შეთანხმების არარსებობის გამო, ზაფხულის ფრენების პროგრამა (2025 წლის მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე) დაახლოებით 30%-ით შემცირდება.
არსებულ ვითარებაზე ვარშავის აეროპორტსა და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-სჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით Ryanair ახორციელებდა ფრენებს მოდლინიდან 1,88 მილიონი მგზავრისთვის.