დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ოქტომბრის სამომხმარებლო სერვისის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

სტატისტიკის მიხედვით, ფრენების 93%-ი დროულად შესრულდა, საჰაერო ტრაფიკის კონტროლის (ATC) გამოკლებით, მაშინ როდესაც გასული წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 90%-ი იყო. 

ATC-ის სტაფის გამო ოქტომბერში 11,346 ფრენა შეფერხდა (15%). 

ავიაკომპანიამ ასევე ოქტომბრის “შეაფასე ჩემი ფრენის” მომხმარებლის გამოცდილების ქულები გამოაქვეყნა, რამაც აჩვენა, რომ 168,000 რესპონდენტიდან საკუთარი ფრენა “შესანიშნავად, ძალიან კარგად ან კარგად” 87%-მა შეაფასა. 

“შესანიშნავი, ძალიან კარგი ან კარგი” შეფასება ეკიპაჟის კეთილგანწყობას 92%-იანი ჰქონდა, სერვისს ბორტზე 91%-ი, სასმელებისა და საჭმელების არჩევანს 85%-ი, ხოლო ჩასხდომას 83%-ი. 


Ryanair-ის წარმომადგენლის, კენი იაკობსის განცხადებით, ავიაკომპანიამ ოქტომბერში დაახლოებით 14 მილიონი მომხმარებელი გადაიყვანა, ხოლო 76,000 ფრენიდან 93%-ი დროულად შესრულდა, ATC დაგვიანებების გამოკლებით, რომელსაც ისევ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. მისი თქმით, ფრენების 15%-ი ამ მიზნით დაგვიანდა გერმანიასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან, როგორც ყველაზე ცუდი ATC პროვაიდერები ბოლო თვეში. 

თუმცა, იაკობსის თქმით, ამის მიუხედავად მათი პუნქტუალობა გაზრდილია როგორც თვიურ ჭრილში, ასევე წლიურ ჭრილში.