ავიაკომპანია Ryanair ზაფხულის სეზონისთვის ავიაბილეთის ფასის მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებს. რაც აგრძელებს ტენდენციას, რომლის შედეგადაც კომპანიის მოგება, აპრილიდან ივნისამდე, თითქმის განახევრდა.
Financial Times აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ მგზავრობის ტარიფების ვარდნა, რომელიც დაფიქსირდა გაზაფხულზე, გაგრძელდება.
საშუალო ტარიფები თითო მგზავრზე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 15 პროცენტით დაეცა, რადგან ავიაკომპანია იძულებული გახდა „უფრო მეტი მგზავრობის წახალისება მოეხდინა, ვიდრე ადრე ველოდით“, – თქვა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ.
„მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში მოთხოვნა მაღალია, ფასები რჩება იმაზე დაბალი, ვიდრე ველოდით და ახლა ჩვენ ველით, რომ მეორე კვარტალში ფასები მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე გასულ ზაფხულს (ადრე მოსალოდნელი იყო უცვლელი ან ოდნავ მაღალი)“ – ო’ლირიმ.
ო’ლირი, გულისხმობს ივლისიდან სექტემბრის კვარტალს, როდესაც Ryanair ჩვეულებრივ იღებს თავის მოგებას.
აღნიშნულია, რომ გაუარესებულმა ვითარებამ, რომელსაც ახლა აწყდებიან ავიაკომპანიები, განაპირობა Ryanair-ის მოგების შემცირება 46%-ით (360 მილიონ ევრომდე) ივნისის ბოლომდე სამი თვის განმავლობაში. ეს გაცილებით დიდი ვარდნაა, ვიდრე ანალიტიკოსები და ინვესტორები ელოდნენ.