დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის მგზავრმა, ავიაკომპანიისგან დამატებითი სერვისი იყიდა, საუბარია ილუმინატორთან ადგილზე. თუმცა როცა მგზავრი თვითმფრინავის ბორტზე ავიდა და საკუთარ ადგილს მიაკითხა აღმოაჩინა, რომ იქ ილუმინატორი არ იყო. გერმანიის მოქალაქემ, რომელიც ბერლინი-დუბლინის ავიარეისით სარგებლობდა, ფრენის დასრულების შედეგ Ryanair-სგან თანხის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც წინასწარ ილუმინატორთან ჯდომისათვის გადაიხადა.
ამასთან, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მას განაცხადეს, რომ მომხმარებელმა წინასწარ იცის, რომ ზოგიერთ ადგილთან ახლოს ილუმინატორი არ არის.
აღსანიშნავია, რომ საუბარია Boeing 737-800-ზე.