წყვილი დასასვენებლად ესპანეთში მიდიოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით აღმოჩნდნენ. კოსტა ბრავას ნაცვლად ენდრიუ და ვიქტორია გორა კაუნასში დაეშვნენ.
მგზავრებმა განაცხადეს, რომ იმედგაცრუებული არიან მომხდარით. ბრისტოლის აეროპორტმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო. Ryanair-მა განაცხადა, რომ გამგზავრებამდე ისინი რამდენჯერმე აკეთებენ განცხადებებს ხმამაღლა, სადაც ასახელებენ ფრენის მიმართულებას.
ირკვევა, რომ 25 მაისს, წყვილი ბრისტოლის აეროპორტში მივიდა, რათა ბარსელონას მიმართულებით გაფრენილიყვნენ. ენდრიუმ და ვიქტორიამ ისარგებლეს პერსონალის მხარდაჭერით, რადგან ენდრიუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ვიქტორია აუტისტია. ირკვევა, რომ აეროპორტის პერსონალმა ისინი არასწორი რეისის გეითთან მიიყვანა. წყვილის თქმით, მოგვიანებით მათი ბილეთები რამდენჯერმე შემოწმდა და არცერთ თანამშრომელს შეკითხვა არ ჰქონია. წყვილს მთელი გზა ეძინა. როდესაც ანდრიამ გაიღვიძა, შენიშნა, რომ ფანჯრის გარეთ ხედი ესპანეთს არ ჰგავდა. კაცმა ჩართო ტელეფონი და ეკრანზე დაინახა “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიეტივაში!”
მოგვიანებით Ryanair-მა წყვილს შემდეგი რეისი ბარსელონაში დაჯავშნა. თუმცა აღნიშნული რეისისთვის ავიაკომპანიამ წყვილი მეზობელ ქვეყანაში Uber-ით გაუშვა. საბოლოოდ წყვილმა სასტუმროს ესპანეთში მიაღწია, თუმცა ნივთების მხოლოდ 2 დღის შემდეგ მიიღეს.