Ryanair-ის ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე მილანის, მარსელის და ბოლონიას მიმართულებით, ფრენების ფასები €16.99 -დან იწყება, რომელიც დღეიდან 2020 წლის მარტის ბოლომდე მოქმედებს.
ბილეთები 11 ნოემბრის შუაღამემდეა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Ryanair-ის წარმომადგენელმა ოლგა პავლონკამ ზამთრის განრიგის წარდგენისას განაცხადა.
ზამთრის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში 130,000 მგზავრის გადაყვანას გეგმავს.