ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ევროპის მასშტაბით ფრენების ქსელს აფართოებს. ამჯერად ავიაკომპანიამ ვარშავის აეროპორტიდან 5 მარშრუტის დამატებაზე განაცხადა. როგორც ირკვევა, Ryanair ევროპაში ხუთ ახალ მიმართულებას მოემსახურება და პოლონეთის დედაქალაქიდან ესპანეთის, ავსტრიის, ბელგიისა და კვიპროსის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს.
ახალი ფრენების დაწყების განრიგი:
ვარშავა შოპენი – ვენა (ავსტრია) – 26 მარტიდან;
ვარშავა შოპენი – ბრიუსელის შარლეროა (ბელგია) – 27 მარტიდან;
ვარშავა შოპენი – პაფოსი (კვიპროსი) – 31 მარტიდან;
ვარშავა შოპენი – ალიკანტე (ესპანეთი) – 29 მარტიდან;
ვარშავა შოპენი – მაიორკა (ესპანეთი) – 27 მარტიდან.
ვარშავიდან ვენაში Ryanair-ის ფრენებს კვირაში ოთხი სიხშირით განახორციელებს, ბრიუსელის მიმართულებით კი კვირაში სამი სიხშირით. პაფოსის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენას კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო ალიკანტესა და მაიორკას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით.