ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი 2022-2023 წლის ზამთრის სეზონზე ტულუზაში ბაზას დააბრუნებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის პიკის დროს დახურა. ავიაკომპანია გეგმავს, ტულუზის ბაზიდან, ბოინგ B737-800 ტიპის ორი საჰაერო ხომალდი ჰყავს ბაზირებული, ფრენები 23 მიმართულებით შეასრულოს, საიდანაც 7 სრულიად ახალი მიმართულება იქნება. ახალ მიმართლებებს, შორის, სადაც Ryanair-ს ტულუზიდან მანამდე არ უფრენია, არის ბირმინგემი, ლუქსემბურგი, რაბათი, ტენერიფე, ვენეცია, რომი და კრაკოვი.
ფრენები Malta Air-ის მეშვეობით განხორციელდება. ტულუზის ბაზა საფრანგეთში Ryanair-ისთვის რიგით მეოთხე იქნება. ავიაკომპანიის სამი ბაზა უკვე ფუნქციონირებს პარიზში, ბორდოსა და მარსელში.
ტულუზაში მდებარეობს Ryanair-ის მეტოქეების, easyJet Europe-ისა და Volotea-ის ბაზები. Ryanair-ი აღნიშნული ბაზიდან ფრენების განხორციელების სიხშირითა და 14,9%-იანი საბაზრო წილით, Air France-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.