ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი “ლოუქოსტერი” Ryanair-ი თბილისს 2021 წელს მოსანახულებად მიმართულებად ასახელებს. სტატიაში “2021 წელს სანახავი ადგილი Ryanair-თან ერთად” თბილისიცაა დასახელებული.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, 2020 წელს წელს COVID-19-ის ფონზე მსოფლიოს გაჩერებამ, ბევრის სამგზავრო გეგმები შეაჩერა. თუმცა არის კარგი ამბავიც, 2021 წელს მოხდება ვაქცინაცია და “სწორედ ახლა არის დრო, რომ დაიწყოთ ოცნება (და დაგეგმვა) თქვენი შემდეგი ავანტიურისა – სად არის საუკეთესო ადგილები 2021 წელს? ჩვენ დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ 2021 წლის ჩვენი მთავარი მიმართულებების არჩევას, რათა დაგეგმვა ცოტათი გაგვემარტივებინა”, აღნიშნულია Ryanair-ის ვეგ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
მაშ ასე, Ryanair-ის 2021 წლის TOP-21 მიმართულებაში თბილისი მოწინავე პოზიციაზეა. ავიაკომპანიის განმარტებით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული წერტილი გახდა. გარდა ტურისტული პოტენციალისა ყურადღება მახვილდება ქართულ და ევროპულ სამზარეულოზეც.
“დაისვენეთ ქალაქის ცნობილ გოგირდის აბანოებში, იმგზავრეთ საბაგირო გზით ნარიყალას ციხემდე და ეწვიეთ ჯვრისა და სვეტიცხოვლის მონასტერებს”, აღნიშნულია სტატიაში.