ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair-ი თბილისიდან მილანის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია ტავ ჯორჯიასა და Ryanair-ს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოპერირებს.