ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე რჩება. ავიაკომპანიამ twitter-ის მიკრობლოგზე საქართველოს პოსტიც კი მიუძღვნა, საიდანაც ირკვევა, რომ COVID-19-ის ფონზე შეჩერებული ფრენების მიუხედავად ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საკუთარი ბიზნეს გეგმა არ შეუცვლია.
“ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ რათა შეგახსენოთ, რომ საქართველოში დავფრინავთ”, წერს Ryanair-ი.