იტალიის კონკურენციის უწყებამ დაასრულა მოკვლევა Ryanair D.A.C.-ის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კომერციულ პრაქტიკას.

საქმის დაწყების პროცესში სადავო მოსაზრების თანახმად, ავიაკომპანიის მიერ ონლაინ რეგისტრაციის პირობებთან დაკავშირებით მიწოდებული დეტალები იყო შეცდომაში შემყვანი, კომპანიამ ვერ შეძლო მომხმარებლების სათანადო ინფორმირება მომსახურების ხელმისაწვდომობის ფანჯრის და ხარჯების პოტენციური ზრდის შესახებ.

გარდა ამისა, უწყებამ დაადგინა, რომ უკანა გზის ბილეთის დაჯავშნისას პრიორიტეტული და ხელბარგის ვარიანტის არჩევა ავტომატურად ვრცელდებოდა ორივე გასამგზავრებელ და დასაბრუნებელ ბილეთზე. სააგენტოს მიერ მიღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, Ryanair-ი 55 ევროს ანაზღაურებას გაუწევს, ყველაიმ მომხმარებელს, რომელმაც 2021-2023 წლებშიკომპანიაზე საჩივარი შეიტანა, რადგან მათ არ იცოდნენ ონლაინ რეგისტრაციის წესები და პირობები.

გარდა ამისა, ყველა მომხმარებელი, რომელმაც იმავე პერიოდში დაჯავშნა ბილეთები (რომელიც ჯამში 100000-ზე მეტი იყო), მიიღებს 15 ევროს კომპენსაციას ან ალტერნატიულად 20 ევროს ღირებულების ვაუჩერს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას Ryanair-ის DAC მომსახურების შესაძენად. 100 000-ზე მეტი დაჯავშნისა და სულ მცირე ამდენივე დაზარალებული მომხმარებლის გამო, კომპანია ვალდებულია დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო დააბრუნოს.

კომპანიამ ასევე მიიღო ვალდებულება შეცვალოს პრიორიტეტული და ხელის ბარგის ვარიანტის შერჩევის გზა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად აირჩიონ ერთი და იგივე სერვისი როგორც გამგზავრებისთვის, ასევე დაბრუნებისთვის.

საბოლოოდ, Ryanair-მა ვალდებულება აიღო შეცვალოს თავისი ვებგვერდი, აპლიკაცია და დაჯავშნის დადასტურების ელექტრონული ფოსტის ტექსტი.

წყარო: gcca.gov.ge