ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი, რომელმაც ფრენები 24 მარტიდან შეაჩერა, მათ განახლებას ივნისამდე არ პროგნოზირებს.
ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის მაიკლ ოლირის განმარტებით, ავიაკომპანიამ ევროკავშირის ყველა ქვეყანას საკუთარი თვითმფრინავები შესთავაზა სხვადასხვა გადაუდებელი ფრენების განსახორციელებლად. ამ გზით, ავიაკომპანია ცდილობს ევროკავშირის ქვეყნებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციაში დაეხმაროს
Ryanair-ში აცხადებენ რომ კრიზისის ფონზე იძულებულნი გახდნენ, რომ ოფისში მყოფი თანამშრომლების რაოდენობა 50%-ი შეემცირებინათ და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დისტანციაზე ყოლოდათ. ამ ფონზე Ryanair-ი საკუთარ მგზავრებს სთხოვს, რომ გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, თუ კი მათ სატელეფონო ზარებზე დროული რეაგირება ვერ მოხდება.
”ამჟამად, ჩვენ არ ველოდებით ფრენების განხორციელებას აპრილისა და მაისის პერიოდში, მაგრამ ეს უდავოდ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების რეკომენდაციებზე”, – განმარტავენ Ryanair-ში.