ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair, რომელიც ცნობილია თავისი ხარჯების შემცირების პოლიტიკით, ყველა რეისზე ციფრული ჩასხდომის ბარათების ამოქმედებაზე განაცხადა. 2025 წლის 3 ნოემბრიდან გადამზიდავის ყველა მგზავრმა ვალდებულია საკუთარი სმარტფონებით, ან მობილური აპლიკაციით ელექტრონული ბილეთების გამოყენებაზე გადავიდეს.
უკვე, მგზავრების დაახლოებით 80% ონლაინ რეგისტრირდება, ამიტომ ციფრულ სისტემაზე სრული გადასვლა დააჩქარებს ჩასხდომის პროცესს, გააუმჯობესებს კომუნიკაციას მომხმარებლებთან და შეამცირებს უარყოფით გავლენას გარემოზე. Ryanair-ის შეფასებით, ქაღალდის ბილეთების გაუქმება ყოველწლიურად დაზოგავს 300 ტონაზე მეტ ქაღალდს.