ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი Ryanair-ი 2023 ფისკალური წლის პირველ ნახევარში, მგზავრთა ტრაფიკის აღდგენის წყალობით, წმინდა მოგების შესახებ აცხადებს. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის წმინდა მოგებამ ფინანსური წლის ნახევრის განმავლობაში, რომელიც დასრულდა 30 სექტემბერს, 1,37 მილიარდი ევრო შეადგინა. ამ მაჩვენებლებს კი ავიაკომპანიამ გასული წლის ანალოგიური პერიოდის 48 მლნ ევროიანი ზარალის შემდეგ მიაღწია. ამავდროულად, Ryanair-ის შემოსავალი 2,15 მილიარდი ევროდან 6,62 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

მგზავრთა ტრაფიკი გაიზარდა 95.1 მილიონამდე. წინა წელის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები 39.1 მლნ მგზავრი იყო. რაც შეეხება დატვირთულობის კოეფიციენტს აღნიშნულმა მაჩვენებლებმა 79%-დან 94%-მდე ზარდა აჩვენა.

Ryanair პროგნოზირებს 168 მილიონ მგზავრს მიმდინარე ფისკალურ წელს, კორექტირებული მოგების მაჩვენებლის პროგნოზი კი 1-1,2 მილიარდი ევროა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია დუბლინში აუქციონზე წლის დასაწყისიდან 19,3%-ით შემცირდა და 13,99 მილიარდ ევრო შეადგინა.